ქცევითი აშლილობები არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია პიროვნების ქცევის, მოქმედებების ან ემოციური რეაქციების არახელსაყრელი და არაეფექტური ფორმებით, რაც გავლენას ახდენს პიროვნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და სოციალურ ურთიერთობებზე. ასეთ აშლილობებს ხშირად ახასიათებს კონტროლის დაკარგვა, განმეორებითი ან გადაჭარბებული ქცევები.
სანამენტე გთავაზობთ კომპლექსური მკურნალობის მეთოდს, რომელიც ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეულ პაციენტზე. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპევტის, კლინიკური ფსიქოლოგების და ფსიქიატრის ჩართულობას, ამბულატორიულ მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტუზურ მკუნალობას.
ცენტრში ფუნქციონირებს როგორც დღე-ღამის (24საათიანი მეთვალყურეობა), ასევე დღის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს საჭიროების შესაბამისად ცენტრში ღამით დაყოვნებით ან მის გარეშე მიიღონ სრული თერაპიული სერვისი.
თვითდამაზიანებელი ქცევა მოზარდებში
თვითდამაზიანებელი ქცევა მიზნად ისახავს ემოციურ სტრესთან გამკლავებას.
მძიმე თვითდამაზიანებელი ქცევა შესაძლოა გულისხმობდეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სხეულის მძიმე დაზიანებას. ამგვარი ქცევა უმეტესად ერთჯერადად ხდება და გარკვეული მდგომარეობის შედეგია. ამ შემთხვევაში უმეტესად იდენტიფიცირებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანება, მაგალითად, ფსიქოზი, ნარკოტიკებით მოწამვლა ან ნევროლოგიური დაავადება.
სტერეოტიპული თვითდამაზიანებელი ქცევა გვხვდება გონებრივი
ჩამორჩენილობის მქონე ან განვითარების გარკვეული დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. თვითდამაზიანებელი ქცევა ამ შემთხვევაში განმეორებადია და ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც ვარირებს.
იძულებითი თვითდამაზიანებელი ქცევა სტერეოტიპული
თვითდამაზიანებელი ქცევისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში გონებრივი ჩამორჩენილობის ან განვითარების სხვა რომელიმე დარღვევა არ გვხვდება. ასევე დაკავშირებულია იმპულსების კონტროლის დეფიციტთან.
იმპულსური თვითდამაზიანებელი ქცევა სხეულის მსუბუქ ან
საშუალო სიმძიმის დაზიანებებს გულისხმობს. შეიძლება იყოს ეპიზოდური ან განმეორებადი და გვხვდება რომელიმე ფსიქიკური აშლილობის ან ძლიერი ემოციური ან სოციალური სტრესის კონტექსტში.
დაწესებულება პაციენტს სთავაზობს კომპლექსური მკურნალობის მეთოდს, რომელიც ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეულ პაციენტზე. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპევტის, კლინიკური ფსიქოლოგების და ფსიქიატრის ჩართულობას, ამბულატორიულ მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკუნალობას.
ცენტრში ფუნქციონირებს როგორც დღე-ღამის (24საათიანი მეთვალყურეობა), ასევე დღის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს საჭიროების შესაბამისად ცენტრში ღამით დაყოვნებით ან მის გარეშე მიიღონ სრული თერაპიული სერვისი.