დამოკიდებულების შემდგომი ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და სხვა

დამოკიდებულების შემდგომი ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გულისხმობს მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელებულ პირთა ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის აღდგენას, მათ უნარს საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრირებისა და გრძელვადიანი მდგომარეობის კონტროლში დახმარებას.

დაწესებულება პაციენტს სთავაზობს კომპლექსური მკურნალობის მეთოდს, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რომელიც მიმართულია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათი ემოციური და სოციალური მდგომარეობის აღდგენაზე, რათა შემცირდეს დამოკიდებულების განმეორების რისკი. ასევე გთავაზობთ ფსიქოთერაპიას, როგორც ჯგუფურს, ასევე ინდივიდუალურს და საჭიროების შემთხვევაში, როგორც ამბოლატორიულ, ისე მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ცენტრში ფუნქციონირებს როგორც დღე-ღამის (24საათიანი მეთვალყურეობა), ასევე დღის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს  საჭიროების შესაბამისად ცენტრში ღამით დაყოვნებით ან მის გარეშე მიიღონ სრული თერაპიული სერვისი.
therapy-IFS