დეპრესია

დეპრესია არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი მოწყენილობით, გაუარესებული ხასიათით და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვით. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ და კოგნიტურ ასპექტებზე, რაც საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები, როგორიცაა თვითმკვლელობის რისკი.

სანამენტეში საჭირეობის შემთხვევაში დაგენიშნებათ კომპლექსური მკურნალობა, რათა დაგეხმაროთ დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავებაში და იმ ძირეული ტრავმების ან სტრესორების დამუშავებაში, რომლებმაც ამ სიმპტომებამდე მიგიყვანათ. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპევტის, კლინიკური ფსიქოლოგების და ფსიქიატრის ჩართულობას, ამბულატორიულ მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტუზურ მკუნალობას.

ცენტრში ფუნქციონირებს როგორც დღე-ღამის (24საათიანი მეთვალყურეობა), ასევე დღის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს  საჭიროების შესაბამისად ცენტრში ღამით დაყოვნებით ან მის გარეშე მიიღონ სრული თერაპიული სერვისი.
depression