ბიპოლარული აშლილობა არის ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება განწყობის მძიმე ცვალებადობით: ადამიანი განიცდის მოზღვავებული ენერგიისა და ოპტიმიზმის ფაზებს, რაც შეიძლება შეიცვალოს დეპრესიული მოწყენილობისა და ენერგიის დაკარგვის ფაზებით. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს პიროვნების ემოციურ, სოციალურ და პროფესიულ ცხოვრებაზე. ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი ან პერიოდული განწყობის ცვალებადობა, რომელიც არ შეესაბამება რეალურ სიტუაციას.
ჩვენ გთავაზობთ კომპლექსური მკურნალობის მეთოდს, რომელიც ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეულ პაციენტზე. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპევტის, კლინიკური ფსიქოლოგების და ფსიქიატრის ჩართულობას, ამბულატორიულ მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტუზურ მკუნალობას.
ცენტრში ფუნქციონირებს როგორც დღე-ღამის (24საათიანი მეთვალყურეობა), ასევე დღის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს საჭიროების შესაბამისად ცენტრში ღამით დაყოვნებით ან მის გარეშე მიიღონ სრული თერაპიული სერვისი.