თანამედროვე

ინფრასტრუქტურა

კვალიფიციური

ექიმები

მოსასვენებელი და

გასართობი სივრცეები
დაგვიკავშირდით : 0 322 19 55 75

მოზრდილთა ფსიქორეაბილიტაცია

მოზრდილთა ფსიქორეაბილიტაცია

ზრდასრულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

ცენტრში ფუნქციონირებს როგორც დღე-ღამის (24საათიანი მეთვალყურეობა), ასევე დღის სარეაბილიტაციო პროგრამა, რაც პაციენტებს საშუალებას მისცემს  საჭიროების შესაბამისად ცენტრში ღამით დაყოვნებით ან მის გარეშე მიიღონ სრული თერაპიული სერვისი

ზრდასრულებისთვის ჩვენი გუნდი გთავაზობთ მკურნალობას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, შემდეგი მდგომარეობების დროს:

    • სუბმწვავე მდგომარეობა, როდესაც პაციენტი არ ექვემდებარება სახლში მართვას, თუმცა არ აქვს ფსიქიატრიული დაწესებულების სტაციონარში მკურნალობის ჩვენება.
    • პოსტმწვავე მდგომარეობა, როდესაც პაციენტი მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მწვავე მდგომარეობით,  თუმცა საჭიროებს შემდგომ რეაბილიტაციას.

ცენტრში ხორციელდება ფსიქოზური რეგისტრის დარღვევების, დეპრესიის, ბიპოლარული და ემოციური სფეროს სხვა აშლილობების, სტრესთან დაკავშირებული მდგომარეობების, კვებითი დარღვევების, შფოთვითი მდგომარეობების, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობების (OCD) მკურნალობა და რეაბილიტაცია.